დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუპშიენეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტიურ დინამიკაზე და შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.
იოვიტა ნელიუპშიენეს განცხადებით ლიეტუვის მხარე აქტიურად მუშაობს საქართველოში სხვადასხვა სფეროს ინვესტირებისთვის, რადგან საქართველო მათთვის მიმზიდველი ქვეყანაა.
სტუმარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიამოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია – ფოტიგა