დავით სიხარულიძე – მთავარ კითხვად რჩება, როგორ მოხვდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციასთან მიმართებაში მთავარ კითხვად მიიჩნევს, როგორ მოხვდნენ დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც სიხარულიძემ პირველ არხს განუცხადა, აჰმედ ჩატაევი საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის უცნობი პირი არ იყო, რადგან ის ქვეყანაში სასჯელს იხდიდა.

„არის სხვა კითხვებიც, როგორ მოხდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპერატიულ სამსახურებს ამ ხალხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, საიდან მოახერხეს იარაღის შეძენა-შენახვა და ასე შემდეგ. მთავარი კითხვა გახლავთ ის, როგორ მოახერხა აჰმედ ჩატაევმა ადამიანმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევა და სად მოხვდა ამ საზღვრის გადალახვა, არის ეს საზღვრის დაუცველობა, საზღვრის არაეფექტურობა, ჩვენი ოპერატიული სამსახურების პრობლემა თუ სხვა?! ამ კითხვებზე აუცილებელია პასუხის სწრაფად და ოპერატიულად გაცემა“, – აღნიშნავს დავით სიხარულიძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში აუცილებელია გააზრებული რეფორმა, რომელიც გამყარებული იქნება პასუხისმგებლობების სისტემით.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ სუს-ში ბრიფინგი დღეს გაიმართა. სუს-მა დაადასტურა, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია აჰმედ ჩატაევი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 13 დეკემბერს წარმოთქვამს
შემდეგი სტატიაარჩილ კბილაშვილი – თუ მოქმედი პროკურორი მიზანშეწონილად ჩათვლის, შეუძლია გადაწყვიტოს ჩატაევის საქმის მასალების გასაჯაროება