დავით სერგეენკოს განმარტებით, პენსიების ზრდა ასაკით პენსიონერებს შეეხება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, პენსიების ზრდა ასაკით პენსიონერებს შეეხება.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაზრდილია. მისი თქმით, ზრდა ძირითადად მიმართულია ასაკით პენსიონერთა საპენსიო ანაზღაურების გაზრდაზე, რომელიც 2016 წლის 1 ივლისიდან გახდება 180 ლარი.
“გარდა ამისა, ჯანდაცვის პროექტებში გათვალისწინებულია რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ისეთი როგორიც არის ვაქცინაციის კალენდრის ახალ განახლებულ ვერსიაზე გადასვლა, რასაც დამატებითი ფინანსები სჭირდება”, – განაცხადა დავით სერგეეკომ. მისივე თქმით, ასევე არის მთელი რიგი მიმართულებები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პენსიის ზრდასთან დაკავშირებით მისი უწყება კონსულტაციებში ჩართული იყო.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას
შემდეგი სტატია,,ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრალებენ, თითქოს მათი მოტივაცია რელიგიურია”