დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობიდან წასვლა დაადასტურა.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება და პრემიერმინისტრთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. გუნდში დავრჩები იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა, რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით,​ რომ მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან
შემდეგი სტატიაგადააყენებს თუ არა ეროვნული ბანკი ირაკლი რუხაძეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან?