დავით სერგეენკო: ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში, ამაზე ვერაფერს გეტყვით

ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მინისტრობის კანდიდატების წარდგენა გიორგი კვირიკაშვილის პრეროგატივაა.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ითხოვა ორი დღის ვადა იმისთვის, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინოს.
“მე ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე მას რა თქმა უნდა უნდა მივცეთ. ვფიქრობ, ასევე ყველამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარი პროგნოზებისგან, რადგან კანდიდატების წარდგენა არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, ხოლო მათი დამტკიცება ან არდამტკიცება პარლამენტის”, – განაცხადა სერგეენკომ.
მან კომენტარი არ გააკეთა იმაზე, იქნება თუ არა თავად მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში და აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია.
“რაც შეეხება იმას, მე პირადად ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ცვლილებები იგეგმება, ჩვენ ყველანი ამის საქმის კურსში ვართ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია საკრებულოშია – დედაქალაქის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ