დავით სერგეენკო: ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოდ ლეგიტიმურს

ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოდ ლეგიტიმურს, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პოლიტიკური კვლევების კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, ლეგიტიმური არის არჩევნები, როდესაც მოსახლეობა აფიქსირებს რეიტინგად გადაქცეულ მათ არჩევანს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.

„ჩემთვის რთული აღსაქმელია, იმიტომ, რომ არ ვარ სპეციალისტი, რამდენად სანდოა ესა თუ ის კვლევა. ამიტომ, ვიმეორებ ჩემს მოსაზრებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოვთქვი ერთერთ კვლევაზე, სადაც ჯანდაცვის სფერო იყო ერთ-ერთი მოწინავე, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი იყო დაბალი. არაფერი პირადული, მაგრამ ჩემთვის ძნელად აღსაქმელია ასეთი ლოგიკა. შესაბამისად მე ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ვერ ვუწოდებ საბოლოოდ ლეგიტიმურს. ეს არის ერთგვარი შესწავლა, მოთელვა. ლეგიტიმური არის არჩევნები, როდესაც მოსახლეობა აფიქსირებს რეიტინგად გადაქცეულ მათ არჩევანს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: საქართველი არ შეიძლება დარჩეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად
შემდეგი სტატიაპენსიების ზრდა პირველი ივლისიდან დაიწყება