დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს და ასამბლეის ფინანსურ საკითხებში ვიცე პრეზიდენტს, ჯემალ ოზთურქის შეხვდა.

დავით სერგეენკოს განაცხადებით, ეს ფორმატი საშუალებას იძლევა, რომ 13 ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება, უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს ერთმანეთთან სხვადასხვა მიმართულებით.

„ასეთი შეხვედრები და პოზიციების ასეთი შეჯერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ასე, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი საკითხის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ნატო-ს და ევროკავშირის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩვენი ძირითადი ღირებულებები გამოწვევის წინაშეა
შემდეგი სტატიარობერტა მეცოლა – მივესალმეთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განაცხადის მიღებას, გვესმის სირთულეები და საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან