დავით სერგეენკო : შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო სიმძიმის. დავით სერგეენკოს თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ. მინისტრი დამწვრობის ცენტრში იმყოფება:
“დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა.
ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა”- პრეზიდენტი შახტის აფეთქებაზე
შემდეგი სტატიაკოკა კობალაძე – „მჯერა, რომ გიორგი გახარიას მოქმედება ყოველთვის ასეთი ეფექტიანი იქნება“