დავით სერგეენკო – სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვა ექიმების პირადი გადაწყვეტილებაა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს.

„იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.

banner
წინა სტატიაშიის უპრაგონოდ ისვრის სიტყვებს – „ჰოლოკოსტი“, „ფაშიზმი“…ამ ტერმინების ხმარება მას ცუდად დაუბრუნდება”
შემდეგი სტატიალევან იზორია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს