დავით სერგეენკო: რამოდენიმე მიმართულებაზე კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო მიიიჩნევს, რომ მისმა უწყებამ წარმატებით შეასრულა ის სტრატეგია, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა.

ამის შესახებ სერგეენკომ პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ.

მინისტრობის კანდიდატი დადებითად აფასებს გიორგი კვირიკაშვილს და ამბობს, რომ მომავალი პრემიერი გამორჩეული ადამიანია.

„მისი გამორჩეულობა მისი გულწრფელობაა. იყო რამოდენიმე მიმართულება, რომელზეც წინასაარჩევნო დაპირებები შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს, თუმცა საბოლოო ჯამში ის სტრატეგია, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, ხორციელდება. ჯანდაცვაში ის სტრატეგია, რომელიც წარმოდგენილი იყო, სრულდება და მდიდრდება ახალი პროექტით, რომელსაც ჰქვია c ჰეპატიტის ელიმინაცია“, – ამბობს სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 40 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა, შემდეგ კი 5 ლარი აჩუქა
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: იუსტიციის საბჭოს წევრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ