დავით სერგეენკო : ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ქორწინების საკითხი მისთვის ძალიან ცხადია და აღნიშნულზე რეფერენდუმის ჩატარება საჭირო არ არის.

“რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს ამის შესახებ, ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადი რამ არის, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა არსებობს კანონი, როცა რაღაც ხელმოწერის რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება. ამას შემდეგ სჭირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, თავისთავად ცხად საკითხზე, თანხის ხარჯვა არ მგონია, სწორი იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვუის, 2 აგვისტოს ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა.

რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა?

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია:ვახტანგ კაპანაძის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვება კანონის მოთხოვნებზეა დამოკიდებული
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი : ,,ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება”