დავით სერგეენკო: ქორწინებაზე რეფერენდუმი არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხების პირველი ათეულის პრიორიტეტი იყოს

ჩემთვის, ქორწინების განსაზღვრება თავისთავად ცხადი მოცემულობაა და ვთვლი, რომ მე ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა არ იქნება რეალური, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

“როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვფიქრობ, რომ ქვეყანას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ბევრი გამოწვევა აქვს, რაზეც უნდა იმუშაოს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პირველი ათეულის პრიორიტი იქნება. ჩემთვის პირადად ეს თავისთავად ცხადი მოცემულობაა და ვთვლი, რომ ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა, არ იქნება რეალური. თუმცა პარლამრნტი არის ის ორგანო, რომელსაც ექნება მსჯელობა უამრავ,მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ამ საკითხზეც”‘- აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია გორის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება