დავით სერგეენკო: პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება – ჰოსპიტალურ მკურნალობას.

“ჩვენს შემთხვევაში, ეს პირუკუა და შეიძლება, 80 %-ზე მეტადაც პაციენტები უკვე გართულებული დაავადებით მიდიან ექიმთან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ჰქვია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, რა მიმართულებებითაც პირველი ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროდ, დაგვიგვიანდა და დავიწყეთ შარშან ზაფხულში, თუმცა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,- განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრობლემაა დაგვიანებული მიმართვა ექიმთან, მედიკამენტების მაღალი ფასი და მკურნალობის ხარისხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის ელემენტების დანერგვა.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიაპოლონეთში ქალს, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, 55 დღის შემდეგ ბავშვი გაუჩნდა