დავით სერგეენკო – პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პოზიცია, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, სწორი მიდგომაა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„გამოხატა მზაობა და ინიციატივა, რომ შერიგებისთვის ლიდერობა ჩაიბაროს, რაც მისასალმებელია. ხაზგასასმელია, რომ მან არა მხოლოდ ინიციატივა გაახმოვანა, რომ პროცესი წაიყვანოს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონახაზი ჰქონდა – მხარეებმა მოლაპარაკებების არეალი არ უნდა შეზღუდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ხოფერია – დაწყნარდით და ბედს შეურიგდით
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება