დავით სერგეენკო : პირადად ვაკონტროლებ ავტოავარიაში მოყოლილი მორაგბეების მდომარეობაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გუშინ მომხდარ ავტოკატასტროფას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სერგეენკოს განცხადებით სისხლის საჭირო ყველა პროდუქტი შესაბამის დაწესებულებას ამ ეტაპისთვის გააჩნია და იგი მიმდინარე მოვლენებს პირადად აკონტროლებს: “მეგობრებო, გიდასტურებთ, რომ სისხლის ყველა საჭირო პროდუქტი ადგილზეა და ამ შემთხვევაში მართვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მათი დეფიციტი. პირადად ვაკონტროლებ”, – წერს სერგეენკო.
ამ დროისათვის კვლავ მძიმეა დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობა, ისინი ქუთაისისა და სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულნი. შეგახსენებთ, რომ რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ. უკიდურესად მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობა. ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფეხტულახ გიულენი:ერდორანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება
შემდეგი სტატიაპოლიციელებს ახალი დიზაინის ფორმა გადაეცათ