დავით სერგეენკო: ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, არ შედგეს საგნობრივი განსჯა და კრიტიკა

„მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა იმ შეკითხვებს, რასაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია ითხოვდა, მქონდა მოლოდინი, რომ გაჩაღდებოდა საგნობრივი დისკუსია. დღეს კი რა დავინახეთ? ისევ კონსოლიდირებული გზავნილები ოპოზიციის უმეტესი წარმომადგენლის მხრიდან,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველანაირი მცდელობა ოყო ოპოზიციისგან, არ მომხდარიყო საგნობრივი განსჯა და კრიტიკა. მისივე განცხადებით, საზოგადოება ხედავს, ვის უნდა საქმის კეთება და ვის არა.

დავით სერგეენკომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის მიერ წარმოდგენილი ცენტრალური აფრიკის ქვეყნების სტატისტიკა, 2013 წლამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას დააკავშირა და პარალელი გაავლო:

„როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს, აქედან იწყება სტაბილური ჯანდაცვა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. სტაბილური ჯანდაცვა ნიშნავს, რომ მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ერთეულებისა და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების გამოკლებით, უკვე აქვს შესაძლებლობა, სრულად მიიღოს არა მარტო სტაციონალური სერვისები, არამედ მედიკამენტები იყოს მისთვის ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს დაავადებების ადრეულ ეტაპზე ამოცნობას და მართვას.

დღეს ქვეყანა ამ მიმართულებით მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ზე ნაკლებს ხარჯავს. 2012 წლამდე ეს იყო 1 %. ცენტრალური აფრიკის ქვეყნები და ავღალეთი ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის იმდენივე წილს, რამდენსაც საქართველო ხარჯავდა 2013 წლამდე“, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით – სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე
შემდეგი სტატია“ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, მთავრობა, საპარლამენტო გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის განვითარებაზე”