დავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მინისტრის თქმით, გამოძიება ერთადერთი ობიექტური საშუალებაა, რომ რეალური სურათი დაიდოს.

დღესვე, დავით სერგეენკომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მთავრობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“თუ ვინმე ყურადღებით აკვირდებოდა ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, დაინახავდა რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული და არ არის ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ნარკოტიკებთან მიმართებაში, ერთი გლობალურად მიღებული სტრატეგიაა – უნდა შემცირდეს მოთხოვნა და მიწოდება. მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული. შემიძლია, ცალკე ბრიფინგი მივუძღვნა იმას, რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა აშშ-ის მეოთხე შტატის სენატორს – არა” – აშშ-ს საელჩო
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: “ცენტრისტების” მოწოდებები ცალსახად მიუღებელია