დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის დაფიქსირებისას სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაფია გააცნო.

სერგეენკოს თქმით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხდვით, პასუხიმსგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება. მათ პირველი ჯგუფის ფსიქტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემის შემთხვევაში ერთი წლით შეეზღუდებათ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს იწყებს. თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში მობილური ჯგუფები პროცესს 24 საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ.

ამასთან, პრესკონერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 2 აგვისტოს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა ორ აფთიაქში ურეცეპტოდ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. 4 აგვისტოს კი, ორივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველდ სასამართლოს გადაეგზავნა.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკონ, ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ექს-პრეზიდენტის რეზინის ფიტული დაწვეს
შემდეგი სტატიაცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს