დავით სერგეენკო: მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურმხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღიცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკისპრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვისსისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღიცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია. „ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესისპროპოგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმისუნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულებაგავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღიცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს.ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღიცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება“, – განაცხადა დავითსერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების აქტიურმხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება.„ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვადავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღიცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტურიიქნება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით კი, მისი ერთ-ერთიმთავარი პრიორიტეტი განათლებული და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.„ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ვისაცხელშეწყობა სჭირდება იმ მიმართულებით, რომ მათი ნამუშევრებისგამოფენის შესაძლებლობა მივცეთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ამ
მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიცაიშში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი იფუნქციონირებს
შემდეგი სტატიათბილისის ერთერთი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია – “ენმ”