დავით სერგეენკო : მიმართულება, რომელიც აღებული აქვს ჯანდაცვის სისტემას, არის სწორი მიმართულება

„ექსპო ჯორჯიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ღონისძიება სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“გამართეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისები 2012 წელს 41% ; 2015 წელი 95%. გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე, გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი შმმ პირებიდან. გაიზარდა ჯანდაცვაზე დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ჩვენ გვექნება საშუალება სამი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები შეფასებულ იქნას ერთიანად, შეფასებულ იქნას მსოფლიოში ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი, მათ აქვთ ძალიან აღქმადი გზავნილილები, რომელიც არის ორი მიმართულებით, პირველი ის, რომ რეფორმა სწორია, მიმართულება რომელიც აღებული აქვს ჯანდაცვის სისტემას არის სწორი მიმართულება, ძირითადი მაჩვენებლები არის მნიშვნელივნად გაუმჯობესებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თურქეთის მოქმედებებს აპროტესტებს
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთთან რეგულარული ავიამიმოსვლა აღადგინა