დავით სერგეენკო მელიაზე – მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ მთელი სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს

ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ისე არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„არავინ აპირებს, რომ ქვეყანაში კანონები მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის კონსტრუქციასა და მის შემადგენლობაზე არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ ნიშნავს, რომ იგივე ფორმით გადაიქცევა კანონად. ამას მოჰყვება პლენარული სხდომის დებატები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი არგუმენტები გამოიყენოს, რომ ყველასთვის მისაღები და სამართლიანი კანონი იყოს მიღებული“,- განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – რადიკალური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა
შემდეგი სტატიამამა ანდრია სარია რიონის ხეობის მცველზე – ჭყონდიდის ეპარქიაში მოტყუებით და ბავშური ,,მიამიტობით” რო ჩავიდა ამ ფარსის არ მჯერა