დავით სერგეენკო მედიკამენტების ფასებზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობას ხედავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზოგიერთი სახეობის მედიკამენტის ფასებზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობას ხედავს.

„წამლებზე მიწვდომადობის გაზრდაზე რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის, მოგების რეგულირება, თუმცა, თუ არ გაქვს წვდომა და რეგულირება მწარმოებლის ფასზე, მხოლოდ მოგების ფასის რეგულირებას აზრი არ აქვს. ჩვენ ამაზე გვაქვს მსჯელობა, გვაქვს რამდენიმე ქვეყნის ანალიზი და ვფიქრობ, რომ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ოპტიმალური ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის შემცირების ინიციატივით გუშინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია მიხეილ კალანდიას ძმას, ლუკა კალანდიას ჰკითხავს
შემდეგი სტატიაგენერალი გოგი თათუხაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს