დავით სერგეენკო : მაქსიმალურად მოკრძალებული პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განაცხადებით პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს მაქსიმალურად მოკრძალებული პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ.
“ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას”,- განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა საპრეზიდენტო კანდიდატურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდში კონსულტაციები აუცილებლად იქნება, თუმცა კონსულტაციების დეტალები მისთვის უცნობია და დამატებითი ინფორმაცია პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში9 მაისი ქართველების გენოციდისა და მსოფლიო მშვიდობის მოსპობის დღეა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას