დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ ლარის კურსის ცვლილება ამბოლატორიული მედიკამენტების ფასებზე არ იმოქმედებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ლარის გაუფასურებას და მედიკამენტებზე მოსალოდნელ ცვლილებას ეხმაურება. დილიდან მოყოლებული ლარის კურსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ერთი დოლარის ღირებულება ბანკებში კვლავაც 2.77-მდე, ხოლო გადამცვლელ პუნქტებში 2.73-მდე რჩება.

მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი სამომხმარებლო ფასებზეც აისახება.

ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკი ვალუტის კურსის ცვლილებების დასაბალანსებლად ყველაფერს გააკეთებს.

„მე მართლაც მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება ლარის კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას, როგორც ასეთი, ამბოლატორიული მედიკამენტების ფასებზე. თუკი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს,“ – განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მედიკამენტების გაძვირება არ მომხდარა. ის ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის განცხადებას არგუმენტად იშველიებს და აღნიშნავს, რომ თუ კიდევ გაგრძელდება გაუფასურება, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს დაბალანსებას.

„გაზრდილი იყო წინა ერთი წლის განმავლობაში, კი ბატონო, გეთანხმებით, არ გაზრდილა ბოლო ორი დღის განმავლობაში,“ – განცხადება აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ტაბულას” დაწვით ემუქრებიან – ვიდეო ადგილიდან
შემდეგი სტატიასოფელ კოდასთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ახალი ბარიერი დაამონტაჟა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა