დავით სერგეენკო – გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპით ავადობის რიცხვი გაზრდილია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, მედიკამენტი „ტამიფლუ“ ახლა უკვე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაც უფასო იქნება.

„გრიპით გარკვეულ ავადობასთან დაკავშირებით გვინდა რამოდენიმე ინფორმაცია გაგაცნოთ. პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, გვაქვს გაზრდილი ავადობა. რამდენიმე მიმართულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. სიახლე მინდა გაცნობოთ, რომ თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო მარაგებიდან გასცემდა ორსულებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით „ტამიფლუს“, დღეიდან დაიწყება „ტამიფლუს“ გაცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეც. მარაგები საკმარისია. დღეს უკვე გადანაწილდება საქართველოს მასშტაბით. დაემატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ყველა რაიონში და საჭიროების შემთხვევაში, ამასაც მოგახსენებთ, რა შემთხვევაში არის საჭირო. სოციალურად დაუცველებს და ორსულებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ განყოფილებებს, სადაც მიიღებენ ამ მედიკამენტებს უფასოდ. სხვა შემთხვევაში, აფთიაქებში ამ მედიკამენტის მარაგები არის. სტაციონარში თუ დასჭირდა პაციენტს, საავადმყოფოში მკურნალობა, შედის საყოველთაო ჯანდაცვაში და ანაზღაურდება შესაბამისად. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამბულატორიულ საჭიროებაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში,,სესხის გამცემი ვალდებულია, მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეაფასოს და შესაძლებლობაზე მეტი ტვირთი არ დააკისროს”
შემდეგი სტატია,,ფედერიკა მოგერინის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა”