დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

ამის შესახებ სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურისთვის ბრიგადების დამატება ეპიდემიის სამართავად არ არის მიმართული.

„ხაზი მინდა გაუსვა, რომ გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი, რომ მოსახლეობა პანიკაში იყოს. ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ დღეებში, ამის მთავარი ამოცანა არის, რომ სასწრაფო დახმარების გადატვირთული მუშაობა განიმუხტოს და მიეცეთ საშუალება, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა. მეორეს მხრივ მოსახლეობას შევუქმნათ კომფორტი, რათა გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში მიიღონ კვალიფიციური დახმარება იმ სპეციალისტებისაგან, ვინც ყველაზე მეტად არიან მომზადებული. მოკლე მოცემულობა ასეთია. რამ მიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე? გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ბოლო პერიოდის დინამიკამ, როდესაც, განსაკუთრებით თბილისში გაიზარდა სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა რამოდენიმე ასეულით. იყო შემთხვევები, როდესაც გამოძახებაზე, გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ მივიდნენ. დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ ნაბიჯები, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის ნორმალიზაციისთვის და არა მათ საგანგებო რეჟიმში გადაყვანაში. რატომ ვაკეთებთ ამას ახლა და რატო არა – მანამდე. ეს იმიტომ, რომ სასწრაფო დამხარების გამოძახებების რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება“, – ამბობს სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიქართველი ბიზნესმენის უკანასკნელი წუთები – მკვლელობის დეტალები (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპირველადი ჯანდაცვა და საოჯახო ცენტრები 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან