დავით სერგეენკო: ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 7, 2017 23:50

დავით სერგეენკო: ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ინიციატივის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც ექიმს შესაძლია ერთდროულად სხვადასხვა კლინიკაში მუშაობა აეკრძალოს, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკომ გადაცემაში “პირისპირ“ უპასუხა და განაცხადა, რომ ასეთ ამკრძალავ რეგულაციებზე მუშობა სამინისტროს არც დაუწყია და ამას არც მომავალში გეგმავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი აკრძალვების შესახებ 2 ნოემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით, “მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მანვე განაცხადა, რომ მას არა აკრძალვა, არამედ ისეთი სისტემის შექმნა ჰქონდა მხედველობაში, რომლის პირობებშიც ექიმს არ მოუწევდა რამდენიმე ადგილას მუშობა, რაც მის დაღლას და გამოფიტვას იწვევს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 7, 2017 23:50

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics