დავით სერგეენკო: დავით ნარმანიას თავი უნდა შეეკავებინა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გუშინ თბილისის საკრეულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც სერგეენკომ ჟურნლისტებთან აღნიშნა, ნარმანიას თავი უნდა შეეკავებინა და მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.

“რაც შეეხება დავით ნარმანიას გუშინდელ ნათქვამს ცალსახად უნდა შეეკავებინა თავი და მას არ უნდა ეთქვა ასეთი რამ. ნარმანიას მიმართ პასუხსიმგებლობის საკითხის დაყენება ვფიქრობ, ემოციური ნათქვამია”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მთავრობა და ანტისახელმწიფოებრივი ძალები ერთიანი ფრონტით იბრძვიან
შემდეგი სტატია“კალაშნიკოვი” უახლოეს სნაიპერულ შაშხანას ცდის