დავით სერგეენკო: “ცენტრისტების” მოწოდებები ცალსახად მიუღებელია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, “ცენტრისტების” მოწოდებები მიუღებელია, რაზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ეს პოლიტიკური გზავნილები სკანდალური იყო. ყველამ დავინახეთ, რომ მთარობა და მთლიანად საზოგადოება, ერთიან პოზიციაზე დადგა. ასეთი ტიპის მოწოდებები და შეპირებები ცალსახად მიუღებელია და შესაბამისი ქმედებებიც განხორციელდა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ცნობისათვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია “ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ ის უკვე შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიისას დატბორილ ქარხანას მთავრობა ფართს გადასცემს