დავით სერგეენკო : C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თვეში 5000-მდე პაციენტის ჩართვაა შესაძლებელი

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა სასტუმრო „მარიოტში“გა იმართება. კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს.
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს, წარმოადგინეს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, და ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგები. ასევე, იმსჯელეს სამომავლო პრიორიტეტული აქტვივობის დაგეგმვაზე. მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგებოდა. შეხვედრას ჯგუფის თავმჯდომარე აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი ჯონ ვოდი,ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილიარდის” და სხვა სამედიცინო ექსპერტები ესწრებოდნენ. პირველი საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, დღევანდელი კომფერენცია საქართველოში ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტს ეძღვნება.
“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ძალიან წარმატებულად მიდის და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაცოენტთა რიცხვი, რომელთაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.მე დიდ მადლობას ვუხდი ჩვენსამერიკელ პარტნიორებს, ისინი ჩამოვიდნენ სპეციალურად კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ვფიქრობ, ეს ორი სამუშაო დღე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი. პროექტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს მკურნალობას. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩართულობის კრიტერიუმი საერთოდ მოგვეხსნა და ნებისმიერს, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღოს ეს მკურნალობა. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან, შეგვეძლო 700-800 პაციენტის ჩართვა თვეში, ეხლა უკე ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არ არის”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოს მთავრობამ ამერიკის მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელა. აშშ-ს ელჩი საქართველოსი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ფიქრობს,რომ მან უკვე ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
“ეს პროექტი ძალიან დიდ დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე, ძალიან მოხარული ვარ, რომ მინისტრთან ერთად მივიღე მონაწილეობა ამ კონფერენციაში და ასევე მოხარული ვარ, რომ ეს არის ამერიკისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი”-განაცხადა იან კელიმ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო და ამ დროისთვის მკურნალობაში 20 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო, 9 671 პაციენტმა კი მკურნალობა უკვე დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი : მივმართავთ ყველა მსხვერპლს, არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით
შემდეგი სტატია“შეყვარებულთან იყო წასული” – კრწანისის ტერიტორიაზე შეჭრისას ლიკვიდირებულის დედა