დავით სერგეენკო ავტომანქანას დროებით სარგებლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცემს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად, სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დამატებით მისი სამსახურის ავტომობილიც დაეხმარება.

როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მოსახლეობის გამოძახებებს არ ყოფნის, ოჯახის ექიმების გადაადგილებას ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების სამსახურეობრივი ავტომობილები უზრუნველყოფს.

“რაც შეეხება ავტომობილების გადაცემას, უახლოეს საათებში ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთავისუფლებული ავტომანქანები, რითიც მე ვმოძრაობდი, ასევე სხვებიც, წავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ იქნება ბაზირებული, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიახვალიდან ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება