დავით სერგეენკო: არაფერი პირადი, მაგრამ გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და არაფერი პირადი, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სოციოლოგიურ კვლევებს სჭირდება ძალიან სპეციფიკური ცოდნა, რომ კვალიფიციური ანალიზი გააკეთოს.

„რაც შეეხება NDI-ს, როგორც იტყვიან არაფერი პირადი, მაგრამ მათი კვლევის შედეგები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. მე არ მინდა, რომ კრიტიკულად წარმოვსდგე, რადგან NDI-ია, ამიტომ არასწორია, თუმცა თუნდაც ამ კვლევაში არის ჩემთვის გაუგებარი მოცემულობები. მაგალითად, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და ასევე არაფერი პირადი, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი?! არ ვიცი ეს ამბები, შეიძლება ასეც უნდა იყოს, შეიძლება არ უნდა იყოს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უტყუარი ინდიკატორი არის არჩევნები, როდესაც ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ვირუსის ბლოკატორები