დავით სერგეენკო: არ დავიზარებ გავაკეთო კომენტარი გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დაიქცევა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ იზიარებს ოპონენტების ბრალდებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი კვირის თანხაა დარჩენილი.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის. პარლამენტში იქნება მსჯელობა წარდგენილ პროექტზე და მას ეკუთვნის პრეროგატივა, რომ დაამტკიცოს ამ ან სხვა სახით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მე ნამდვილად არ დავიზარებ, რომ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც წლის განმავლობაში ათეულობით გამიკეთებია ათეულობით გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დაიქცევა. წელიწადი მთავრდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ გვქონია პროექტის შეფერხება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

banner
წინა სტატიაშიმლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა
შემდეგი სტატიამარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება