დავით სარალიძის მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება. შეხვედრა გასულ კვირას დაიგეგმა და მას საქმის პროკურორებიც უნდა დაესწრონ. ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის საქმის დეტალების გაცნობას, ასევე მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დეტალების გაცნობას მოითხოვს.

შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში 16:00 საათზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში ქურდობის ფაქტზე დაკავებულებიდან უკვე მეორე პირი, ზარდიაშვილის ახლობელი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : მოსამართლეების შერჩევის წესები და კრიტერიუმები ნათელი, გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს