დავით საყვარელიძე უკრაინის მთავარი პროკურორის პოსტზე განიხლება

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი თანამდებობიდან გადაყენებულია. უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით, გადაწყვეტილება პოროშენკომ შეერტებული შტატების ზეწოლის შედეგად მიიღო. რომელიც ქვეყნისთვის ახალი ფულადი ტრანშის გამოყოფას არ აპირებდა, სანამ ამ თანამდებობაზე შოკინი იქნებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, შოკინის შემცვლელის ძებნა უკვე მიმდინარეობს. როგორც სააგენტოები წერენ არ არის გამორიცხული ეს პოსტი უცხო ქვეყნის მოაქალაქემ დაიკავოს. უკრაინულ მედია წერს, რომ შოკინი შესაძლოა დავით საყვარელიძემ შეცვალოს. შოკინის თანამდებობიდან გადაყენებას,ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც ითხოვდნენ. პეტიციას ხელი რადის 100-ზე მეტმა წევრმა მოაწერა. დეპუტატები შოკინს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას არ სურს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციას ებრძოლოს.

banner
წინა სტატიაში“თუ კონტრდაზვერვას დამატებითი რესურსი დასჭირდებათ, ჩვენ გასაცემად მზად ვართ”
შემდეგი სტატია,,არის მხოლოდ არყის მილიარდი ბოთლი, რომელსაც სვამენ არსებები”–რუსი ჟურნალისტი რუს ხალხზე