დავით საყვარელიძე – სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა

დავით საყვარელიძის გუნდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეურჩია. ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – დაწერა დავით საყვარელიძემ.

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და მანამ არ გაჩერდებიან, ვიდრე ყველა თანამებრძოლს არ გაათავისუფლებენ და პოლიტიკურ რეპრესიებს არ შეაჩერებენ.

გუშინ, ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონული სასამართლო დავით საყვარელიძესთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევაზე მსჯელობდა. საქმე ეხებოდა 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეს.

დავით საყვარელიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა არ შეერჩია მისთვის აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან ის სასამართლოში გამოცხადებასა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას თავს არ აარიდებს.

banner
წინა სტატიაშითუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ
შემდეგი სტატიასარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ჩემოდნით გადაყვანას ცდილობდა