30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

დავით საყვარელიძე: საქართველოს აქვს შანსი, აშშ-სთან პირდაპირ სამხედრო ხელშეკრულებას მიაღწიოს

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გააფორმოს პირდაპირი სამხედრო კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან და საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ნაწილები განათავსოს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მომავალში საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი გახდება.

მისი თქმით, აშშ-ს ირანთან შესაძლო მომავალი დაპირისპირების ფონზე ლოჯისტიკის გადაწყობა მოუწევს, რა დროსაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრებად იქცნენ. საყვარელიძემ პარალელი იაპონიასთან გაავლო, რომელიც თავის დროზე კორეისა და ვიეტნამის ომების დროს აშშ-ის ბაზად იქცა, რამაც მისი ეკონომიკური აყვავება განაპირობა.

„საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ წარმოების გადატანა, იქ თავისი შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს… არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე“, — განაცხადა მან.

საყვარელიძის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯის გადადგმას პირადი უსაფრთხოებისა და ფინანსური ინტერესების გამო არ აპირებენ. მისი თქმით, მმართველ გუნდს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო რეაგირების ეშინია და ამიტომ არ შედის მასთან დაპირისპირებაში.

banner
წინა სტატიაშისერგეი აქსიონოვი: ყირიმში საწვავისა და ენერგეტიკის კრიზისია
შემდეგი სტატიაჰაიფას ჩრდილოეთით ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა