დავით საყვარელიძე: მიხარია, რომ ისეთ პრეზიდენტთან ვიმუშავე, რომელსაც არც კომპანია ჰქონია და არც ოფშორი

sayvarelize11_21_1თუკი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას გადასახადებს არ უხდის, ეს პოლიტიკური პრობლემაა – ასეთი აზრი გამოთქვა დავით საყვარელიძემ უკრაინის მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს კომპანიის ოფშორში დარეგისტრირების გამო.
“ამ ფაქტს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტი აქვს. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო იხილება ამ ფაქტის პოლიტიკური შემადგენლობა, ვიდრე სამართლებრივი, შესაძლებელია, იქ სინადვილეში მართლა არ არის კრიმინალი, მაგრამ სოცქსელებსა და საზოგადოებაში ეს თემა აქტიურად იხილება. მოდით, დაველოდოთ შედეგებს, რასთან მიგვიყვანს ეს ბოლოსდაბოლოს. მე, თუ კარგად მახსოვს, საგადასახადო სამსახურებს არ განუცხადებიათ, რომ გამოძიებას იწყებენ… თუკი ეს ფაქტია მხოლოდ, ფაქტი ფაქტად რჩება და პოლიტიკური შეტევების მცდელობებს ვერ ვხედავ. პოლიტიკური შეტევები კი ყოველთვის იქნება,როცა პრეზიდენტს კომპანიები გააჩნია. ასეთი შეტევები ყოველთვის იქნება პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების მხრიდან” – განაცხადა დავით საყვარელიძემ და დაამატა, რომ ის მოხარულია, რომ საქართველოში ისეთ პრეზიდენტთან იმუშავა, რომელსაც არც არანაირი კომპანია ჰქონია და არც არანაირი ოფშორი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის კომპანია დასახელებული იყო ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში”, რომელიც 3 აპრილს საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმმა გამოაქვეყნა. მასალაში საუბარი იყო ათობით კომპანიაზე, რომლებიც გადასახადებისაგან თავის აცილების მიზნით ოფშორში არიან დარეგისტრირებულები.

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 28 მარტს გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე:ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ საინტერესო ტრიუკი ჩაატარა
შემდეგი სტატიათურქმენეთი პრეზიდენტის განკარგულებით დილას ვარჯიშით იწყებს (ვიდეო)