დავით საყვარელიძე: ჩვენ უნდა ვუჩვენოთ შეშინებულ “ბარიგებს” ხალხის ძალა!

ცოტა ხნის წინ, უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი უნდა წარსდგეს.
“ხვალ 22 საათზე იწურება მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვადა საგამოძიებო იზოლატორში. ამ დრომდე უნდა გაიმართოს სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება მას. ჯერჯერობით არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია. ალბათ გვიმზადებენ სიურპრიზს : შეგვატყობინებენ დაწყებამდე 3 საათით ადრე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მივიდეთ და მხარი დავუჭიროთ მიხეილს. ძალიან გთხოვთ მოახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია – ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ! ჩვენ უნდა ვუჩვენოთ შეშინებულ “ბარიგებს” ხალხის ძალა! დიდი მადლობა ყველას დღევანდელ მარშში მონაწილეობისთვის! ჩვენ შეუძლებელი გავაკეთეთ!”, – წერს დავით საყვარელიძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მხარდამჭერებს სობოლევი და ატოს მეომრები უხელმძღვანელებენ
შემდეგი სტატიანიკა რურუა: საქართველო ჰიბრიდული ომის სამიზნეა