დავით საყვარელიძე – ბრალდების დადგენილებაში ბევრი სისულელე წერია

უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. მისი დაკითხვა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე 10 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დაკითხვაზე შესვლამდე უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკური და აბსურდულია. გამოძიება საყვარელიძეს, საზღვრის უკანონოდ კვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინაამდეგობის გაწევას ედავება.

„პოლიტიკური ბრალდებებით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებს ადამიანი. ამ ბრალდებას ჰქვია დაუმორჩილებლობის ბრალდება რეჟიმის, სისტემის მიმართ. ბევრი სისულელე წერია. მაგალითად: ჩვენ შევუთანხმდით „ფრანს პრესის“, „როიტერის“, „ბი ბი სი“-ს ჟურნალისტებს წინასწარ, რომ უკანონოდ გადმოგვეყვანა ისინი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები ვითარდებოდა უკრაინის მხარეს და პოლონეთის საზღვარი უკვე გამოვლილი ჰქონდათ. ასევე არის მესაზღვრე, რომელიც ამბობს, რომ ურტყამდა წვერიანი, ბერეტიანი, მუქ მაისურში ჩაცმული, დიდი აღნაგობის ადამიანი. ასევე წერია საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებისთვის ხელის შეშლა, იმ ფონზე როცა თვითონ ამბობდნენ, რომ ტერიტორია იყო დანაღმული. დროს დავკარგავთ მეტი არაფერი“, – განუცხადა დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2“-ს.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურში “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” შემომწირველ 14 პირს გამოკითხავენ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – პრეზიდენტს და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ