დავით საგანელიძეს მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა, “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს, მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება.

დავით საგანელიძის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ბაზრის მოთამაშე ამას ვერ შეძლებს, რაზეც ბოლო წლების პრაქტიკაც მიანიშნებს, ვერც ერთმა კომპანიამ, წარმატებული სასტარტო პოზიციის მიუხედავად, ვერ მოიკიდა ფეხი, ყველა განდევნეს ბაზრიდან.

საგანელიძე აღნიშნავს, რომ კარტელური კამპანია წინა წლებშიც იმავე მიზნებს ემსახურებოდა, რასაც ახლა და მედიკამენტების გაიაფების წინააღმდეგ იყო აგორებული – თითქოს წამალი უხარისხოა, წარმოებულია იმ კომპანიაში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტი არ აღიარებს, რადგან ინდურია, მდარეა და ა.შ.

საგანელიძე ამბობს, რომ ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა, ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იქნება.

მთავრობის ვალდებულებაზე, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფაზე, წამლის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თინა ტურძელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ცალკეული ფარმაცევტის, პროფილური ექიმის, თუ კომპანიის პარტნიორი მწარმოებლის შეფასებებით და მოსაზრებებით არ უნდა დგინდებოდეს ხარისხი. ამისთვის შესაბამისი სქემაა საჭირო, რისი ფორმირებაც დაანონსდა, რაც უკვე კარგია, თუმცა ამუშავებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.

ტურძელაძემ წინა მთავრობის და კერძო სექტორის მსგავსი თანამშომლობის მაგალითი მოიყვანა, სადაზღვევო ინდუსტრიაში, რაც წარმატებით დასრულდა. მისი თქმით, ხარისხის კონტროლის სრულფასოვანი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, კონკურენტის შავი პიარისთვის სხვადასხვა თემებით ვერ იმანიპულირებენ. აღარავის დააინტერესებს, ესა თუ ის მწარმოებელი, მათ შორის ინდური, აშშ-ის ჯანდაცვის მიერ აღიარებულია თუ ევროზონის მოთხოვნებს პასუხობს.

ამასთან, ტურძელაძემ აღნიშნა, რომ ინდოეთის 22 000 მწარმოებლიდან 75-ია აშშ-ის ბაზარზე დაშვებული, მაგრამ აღნიშნული 75 ბრენდით ჩვენთან შემოსული მედიკამენტის ევროსტანდარტულობას სულაც არ ნიშნავს. შესაძლოა მე-3 კატეგორიის ქვეყნებისთვის სხვა ქარხანაში იყოს დამზადებული. ასე რომ ლისტინგში TOP პოზიცია კრიტერიუმი არ არის.

ტურძელაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, სწორი სტრატეგიაა ინდუსტრიის გადარჩენისთვის, რადგან საკანონმდებლო ბერკეტები ერთვება და ეფექტიც მაღალი უნდა იყოს.

ექსპერტი არ გამორიცხავს ბაზარზე წარმოდგენილმა ბევრმა მედიკამანტებმა ბარიერი ვერ გადალახოს და ბაზრის დატოვება მოუწიოს, რაც სწორი იქნება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა