დავით საგანელიძე: გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. საგანელიძის თქმით, ქობულია ფონდს მიმართ დიდ უპასუხისმგებლობას იჩენდა და დოკუმენტებზე ხელის მოწერას აჭიანურებდა, რის გამოც საგანელიძის თქმით, ფონდი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ფონდი ვერ იწყებდა.

„მე წასულ ადამიანთან საუბარს მიკროფონებით არ ვაპირებ. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი პროექტი შეფერხებული იყო, რადგან ხელმოწერა ბორდის წამყვანი სამინისტროსი არ არსებობდა თვეების განმავლობაში და შემდგომ ქობულიამ ეს თქვა და ასევე თქვა, რომ არ უნდა კეთდებოდეს ასე და მე მას პასუხი გავეცი. მიზეზი პროექტის არამომგებიანობა რომ ყოფილიყო, მაშინ საბოლოო ჯამში ხელს არ მოაწერდა. თუ მერე ხელს აწერ უამრავ დოკუმენტს ერთდროულად და ერთ დღეს, ე.ი. ეს დოკუმენტი სწორია“, – განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელ დოკუმენტებზე აჭიანურებდა ხელმოწერას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

„არ მინდა შიდა სამზარეულო გარეთ გამოვიტანო და თუ ვიღაცები ამას აკეთებენ, მე ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში შემიძლია ვესაუბრო. საერთოდ, თუ ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებს, ამას უფასებენ და თუ ვერ აკეთებს სწორად და შეცდომებს უშვებს, გარკვეული გადაწყვეტილებები ხორციელდება მის მიმართ და ამ შემთხვევაშიც განხორციელდა. ხელს არავის ვაფარებ, ბოდიში რომ კონფიდენციალურ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ რამე სერიოზული მიზეზი აფერხებს ფონდის მუშაობას, ამას სადაც საჭიროა იქ ვიტყვი“, – განაცხადა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურაში მაღაროელების ხელფასი 35 პროცენტით გაიზრდება
შემდეგი სტატიაზესტაფონში საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა