დავით საგანელიძე: “ანაზაღაურება 21 ათას ლარი აბსოლუტურად ადეკვატურია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

saganelidze-890x395საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ის არ აპირებს საბჭოს მიმართოს საკუთარი ხელფასის შემცირების ან გადახედვის მოთხოვნით.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძის თანამდებობრივი სარგო 21 ათას ლარს შეადგენს.

“მე ორი დღის წინ მივიღე ოფიციალური წერილი ბატონი აკაკი ბობოხიძისგან, რომელიც ითხოვდა, რომ მიეცათ მისთვის დოკუმენტები, თუ რამდენი აქვს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ანაზღაურება.

მიმაჩნია, რომ ეს ანაზღაურება აბსოლუტურად ადეკვატურია. ზოგიერთის ხელფასი თუ არის 2 ათასი, 3 ათასი, 4 ათასი, ისინი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან. თუ ამ ხელფასებს დავწევთ, მათი გადინება მოხდება კერძო სექტორში, სადაც ბევრად უფრო მაღალია ანალოგიურ პოსტებზე ხელფასები.

რაც შეეხება ჩემს ხელფასს, მას საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის ხელმძღვანელი არის პრემიერი. მე უნდა მივმართო მთავრობას და მოვითხოვო, რომ გთხოვთ ჩემი ხელფასი განსაზღვროთ ასე. შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს სამეთალყურეო საბჭო და მიიღონ გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა დავწერო, ეს გახდება სალაპარაკო თემა, რომ მე დავინიშნე”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე
შემდეგი სტატიაშეეზღუდებათ თუ არა თანამდებობის პირებს პრემიები?!