დავით რაქვიაშვილი : ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას

ნატოს მინისტერიალის დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დადებითად აფასებს. დავით რაქვიაშვილ ამ თემას დღის ბოლო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების.

„ის პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და არა მარტო საქართველოს, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე ითარგმნება პრაქტიკულ ნაბიჯებში,“ – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს კონტექსტში.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭო და მისი შემადგენელი ყველა უწყება ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ეს მიზანი იქნეს განხორციელებული.

შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაძლიერებაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.

ალიანსის თავდაცვის მინისტერიალზე გადაწყდა, რომ რეგიონში 6 სახელმწიფოს მონაწილეობით გაიზრდება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების კონტიგენტი.

შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციის ინიციატივა რუმინეთს ეკუთვნის, საუბარი ამ თემაზე იყო ნატო-ს ვარშავის სამიტზეც.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : “NATO ამბობს, რომ კარი ღიაა, თუმცა არ გიღებთო”
შემდეგი სტატია(VIDEO) მიხეილ სააკაშვილი : “მეორე ტურის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია”