დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები ფედერაციასთან შეიკრიბებიან

მორიგი საპროტესტო აქცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.
ძიუდოისტები და მათ მხარდამჭერები შეკრებას დილის 11:00 საათიდან ფედერაციასთან გეგმავენ. გუშინ სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს, რის შემდეგაც მისი კაბინეტის კარი აჭედეს.
სპორტსმენები ფედერაციაში დავით ქევხიშვილის ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობენ. სპორტსმენები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე ამახვილებენ ყურადღებას.
10 დღის წინ შექმნილ კომისიას, რომელსაც ფედერაციაში არსებული პრობლემები უნდა შეესწავლა, ძიუდოისტები უნდობლობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობები – მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ბასიანი” დღეს არის პოლიტიკური ტყვე შინაგან საქმეთა სამინისტროსი – ტატო გეთია