დავით ქაშიაშვილი: აღსრულების ეროვნული ბიუროდან წერილი მიიღო

“ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი წერს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროდან წერილი მიიღო და ჯარიმების გადაუხდელობის გამო, სახლში ნივთების აღწერას ითხოვენ.

ჟურნალისტის თქმით, მისი შვილი რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა და თან მრავალი ათასი ჯარიმაც გამოუწერა.

აღსრულების ეროვნული ბიუროდან მივიღეთ წერილი.

ჩემი შვილი რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა, თან მრავალი ათასი ჯარიმაც გამოუწერა და ამ ჯარიმებს რომ არ იხდით სახლში ნივთები უნდა აღვწეროთო. დათა რომ დაიბადა მაშინ ნათესავებმა ფული გვაჩუქეს და ვიყიდეთ სარეცხის მანქანა და მაცივარი, რომელიც მრავალჯერ შევაკეთეთ ამ 20 წლის განმავლობაში და ეგ ნივთები უნდა გავატანო,- წერს ქაშიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა