დავით ქაცარავა სტატისტიკურ მონაცემბს ავრცელებს

მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” მ თავისი პატრულირების და მონიტორინგის მისია დაიწყო 2017 წლის 23 ივლისს.
მას შემდეგ ჩვენმა ჯგუფმა არც ერთი პატრულირების დღე არ ჩააგდო და უკვე 27 თვეა ყოველდღიურ რეჟიმში ვპატრულირებთ თითქმის მთელი რეგიონის მასშტაბით.
აქედან, 15 თვე გადავედით 24 საათიან პატრულირებაზე.
არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში, თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ გარემოებაზე და მოკლე სტატისტიკურ მონაცემებზე შევაჩერებ.
ბოლო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო.
ძირითადი მესიჯბოქსი კი გახლავთ, რომ ჩვენი აქტივობის შედეგად “რუსები უფრო გაღიზიანდნენ და სადაც კი ქაცარავა გამოჩნდა, ყველგან შეღობეს რუსებმა და ჩვენ ვზარალდებით”.
გთავაზობთ მშრალ სტატისტიკას, დასკვნები გაკეთება კი ძალზედ მარტივია:

წინა მთავრობის პერიოდში გავლებული მავთულხლართების საერთო სიგრძე
2008-2012 – 4.5კმ
წელიწადში საშ. 1.125კმ
——————————————–
2012-2017.07.21
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გავლებული მავთულხლართების საერთო სიგრძე(არგაღიზიანების პოლიტიკა)

2013 წელი – მერეთი და ქსუისი 4 კმ;
2013 წელი – თამარაშენი და ატოცი 6-8 კმ;
2013 წელი – დიცი – 1.5 კმ;
2013 წელი – ავლევი და ცერონისი – 3 კმ;
2013 წელი – ბერშუეთი – 1.3 კმ;
2013 წელი – დირბი და ჯარიაშენი – 900 მეტრი;
2013 წელი – დვანი – 3 კმ;
2013 წელი – ქვემო ხვითი და ზემო ნიქოზი – 12 კმ;
2013 წელი – დიციდან ერგნეთამდე – 5 კმ;
2013 წელი – ღოღეთი – 600 მეტრი;
2013 წელი – კოდა და წნელისი – 2 კმ;
2013 წელი – საკორინთლო, თვაურები და ახმაჯი – 1.5 კმ;
2014 წელი – ქერე და ოტრევი 500 მეტრი;
2015 წელი – ოკუპანტებმა ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან 350 მეტრში დადგეს საოკუპაციო ბანერი, რისი საშუალებითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილიც მოექცა;
2016 წელი – სოფელ ავლევის სახნავ-სათეს მიწებზე 2 საოკუპაციო ბანერი;
2017 წელი – წითელუბანი და ხურვალეთი – 3 ბანერი;
2017 წელი – ყარაფალა – 2 ბანერი
ბერშუეთი – 5 ბანერი;
2017 წელი – საიკუოაციო ხაზმა კიდევ 700 მეტრით გადმოიწია და 10 ჰა მიწა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა
44.35კმ
წელიწადში საშ. 8.87კმ
—————————————————————–
ანტისაოკუპაციო მოძრაობის პატრულირებაში ჩართვის მომენტიდან დღემდე გავლებული მავთულხლართების საერთო სიგრძე

2017 წლის 23 ივლისიდან შემდეგი ადგილები შეიღობა:
2018 წელი – 1კმ კოდა
2018 წელი – 330მ ატოცი
2019 წელი – 300მ გუგუტიანთკარი
2019 წელი – 2.5კმ წაღვლი-ჩორჩანას ტყე
4.13კმ
წელიწადში საშ. 2.065კმ

ტიტუშკებს კი ცალკე პოსტს მივუძვნი, ქოცაქტივის კოორდინატორს, ფეხებს რომ იქნევდა, აშკარად ამ მშრალ სტატისტიკურ მონაცემებში ვერ გავრევ 🙂 მეტი ეკუთვნის ბიჭს-წერს დავით ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: ჩვენ დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი,სრული გამარჯვებისთვის ახლა დაგვრჩა მართლმადიდებლობის დამარცხება
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა