დავით ქაცარავა: შეშინება ფუჭი იმედია

ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მოდულის შენობიდან გამოსულმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული ანტიოკუპაციური მოძრაობა გააგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ანუ ანტიოკუპაციურ აქტივობას შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე და ასევე იაქტიურებს დავით გარეჯის მიმართულებითაც.

დავით ქაცარავა დღეს სუს-ში დავითგარეჯის საკითხის გარშემო ეთნიკური შუღლის გაღვივების კუთხით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით დაიბარეს.

მედიის შეკითხვაზე, აღიქვამს თუ არა ამ დაბარებას მასზე ზეწოლის მცდელობად უკვე გამოკიგხვის შემდეგ, ქაცარავამ უპასუხა, რომ გამოკითხვა კონსტრუქციულად, კლასიკური ფორმით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს დაბარება მაინც მინიშნებად მიიღო:

“ბუნებრივია, როცა სუსი გიბარებს ამ შენობაში გამოკითხვაზე, ეს აღიქმება ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად და ახლაც ასევე ვფიქრობ. მაგრამ თუ მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, იმედი აქვთ, რომ მე შემაშინებენ და ჩემს გუნდთან ერთად სამოქალაქო აქტივიზმზე ხელს ამაღებინებენ, მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშითიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს
შემდეგი სტატიაჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს