ქოცებო! თქვენ ფაქტობრივად, სამოქალაქო, სისხლიანი დაპირისპირების წინაპირობა შექმენით,- ამის შესახებ დავით ქაცარავა წერს.
მისი თქმით, ეჭვი არავის ეპარება, რომ
ამ ძალადობრივი დაჯგუფების შექმნა ოცნების ინიციატივაა.
,,მოგიწოდებთ გონს მოეგეთ და გააჩერეთ ეს მოძალადეთა წარმონაქმნი, დიდად ამაში აზრს ვერ ვხედავ, თუმცა, მაინც გავაკეთებ მცდელობას და გეტყვით, რომ
ეს თქვენი ინიციატივა, თუ დროზე არ მოეგეთ გონს, სისხლის მდინარეებს დააყენებს ქვეყანაში და ამის პასუხისგმგებლობა მხოლოდ თქვენ დაგეკისრებათ.
ისეთ პროცესებს ძრავთ, რომელიც უკლებლივ ყველას შეეხება,-წერს დავით ქაცარავა
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა. ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“














