დავით ქაცარავა: მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ უპრობლემოდ კვეთენ ოკუპანტები მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე

რაო, რას ამბობს ჩვენი ხელისუფლება, შეიჭრნენ ალბათ ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ დააკავეს ორკებმა ისინი?
იმასაც კი ვერ ან არ ადასტურებენ, რომ შაბათს მოხდა გატაცება.
რიგორც წესი, ათიდან შვიდ-რვა შემთხვევაში ოკუპანტები გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან იტაცებენ ჩვენ მოსახლეობას.
მიყავთ მერე “ბანერთან” , ე.წ. “სახელმწიფო საზღვრის” აღმნიშვნელ წარწერასთან, “დასელფავენ” და მერე გააქანებენ ცხინვალში როგორც ე.წ. “საზღვრის” დამრღვევებს.
რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?
უდასტურებს ორკებს მათ ვერსიას, აბა ხომ ხვდებით, როგორი სკანდალია, როდესაც ვერ აკონტროლებ შენს “კონტროლირებად” ტერიტორიას და შენს მოქალაქეებს გახევენ ფუკასავით როცა გაუხარდებათ.
ასევეა ამ ოთხი მოქალაქის გატაცების შემთხვევაში – ისინი გაიტაცეს ჩვენი “კონტროლირებადი” ტერიტორიიდან.
ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას!
მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ უპრობლემოდ კვეთენ ოკუპანტები მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე!
ჩვენთან, საკუთარ მოქალაქეებთან ხართ მაგრები და სადაც საჭიროა, იქ არაფერს აკეთებთ!
თმობთ სამაჩაბლოს, გარეჯს, ხუჯაბის მონასტერი სომხეთს აჩუქეთ!-წერს დავით ქაცარავა
[fbvideo link=”https://www.facebook.com/117686656279941/videos/2840108406049949/” width=”200″ height=”200″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია“ფეიბოქსის” მარტვილობა მარტვილში